ვიდეოnewsსაბერძნეთი

საბერძნეთი: ფლორინაში დათვებმა წელს ადრიანად გაიღვიძეს (ვიდეო)

ნიმფეოში (ფლორინა) დათვებმა ზამთრის ძილიდან ადრიანად გაიღვიძეს და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ამ წელს დათვების ქრონოლოგიურად ადრე გაღვიძების მიზეზად ბერძნული ორგანიზაცია „Αρκτούρος“ („არკტუროსი“ – დათვების დაცვის ცენტრი ნიმფეოში) შედარებით რბილ ამინდს და ინტენსიური სიცივისა და თოვლის მოკლე პერიოდს ასახელებს.

როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, პირველები გააქტიურდნენ მამრი (ხვადი) დათვები, ხოლო შემდეგ – მდედრები (ძუ).

ნაკრძალში ყველაზე აქტიურები და ენერგიულები არიან დათვები – პატრიკი და ლუიზა, ისინი დღის მნიშვნელოვან ნაწილს თამაშში ატარებენ, როცა თავიანთი სივრცის დათვალიერებით არ არიან დაკავებულები.

სპეციალისტების თქმით, ზამთრის ძილიდან ცხოველების მოსალოდნელზე ადრე გამოღვიძება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კლიმატის ცვლილებასთან და ბოლო წლებში ნაკლებად ცივ ზამთართან.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close