fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლება გერმანიისგან 270 მლრდ ევროს ოდენობის რეპარაციების გადახდას კვლავ მოითხოვს

საბერძნეთის ხელისუფლება გერმანიისგან რეპარაციების გადახდას კვლავ მოითხოვს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნაცისტური გერმანიის საბერძნეთზე თავდასხმის 80 წლისთავზე გაავრცელა.

ათენში დაჟინებით ითხოვენ ბერლინთან მოლაპარაკებების დროს მეორე და ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის გამო რეპარაციის გადახდის საკითხის დაყენებას.

„ეს საკითხი ღია რჩება, ვიდრე ჩვენი მოთხოვა არ შესრულდება. ეს მოთხოვნები ლეგალური და რეალურია, ჩვენ მათ შესრულებას ყველა საშუალებებით მოვითხოვთ“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდროს გენიმატასმა.

რეპარაციების საკითხი საბერძნეთმა პირველად 2019 წლის ივნისში წამოწია. მაშინ ეს მოთხოვნა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა დააყენა. საბერძნეთის პარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელიც მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებას „ყველა საჭირო დიპლომატიური და იურიდიული საშუალებებით“ ავალდებულებს.

საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს და ასევე ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის გერმანიამ საბერძნეთს 270 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს.

გერმანიაში ამტკიცებენ, რომ საბერძნეთთან დავა პოლიტიკურად და იურიდიულად დარეგულირებულია.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close