fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ფრანგული მედია – პარიზის რესტორნებში კომენდანტის საათის დროს დახურული წვეულებები იმართება, რომლებსაც მინისტრები ესწრებიან (ვიდეო)

ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში კომენდანტის საათის დროს სოციალური წესების დარღვევით წვეულებები იმართება, რომელზე დასწრებაც სოლიდური ფასი ღირს.

რამდენიმე წვეულების ამსახველი ვიდეო კერძო ტელეკომპანია „M6“-მა გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ირკვევა, პარიზში, დახურულ წვეულებებზე დასწრება 160-იდან 490 ევრომდე ღირს. წვეულების ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ სტუმრებს პირბადეები არ უკეთიათ და სოციალურ დისტანციას არ იცავენ.

ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, დახურულ ღონისძიებებს „მინისტრებიც ესწრებოდნენ“.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ამჟამად მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. კომენდანტის საათი 19:00 საათზე იწყება და 06:00 საათამდე გრძელდება,. დღის განმავლობაში კი, მოქალაქეებს სახლიდან 10 კილომეტრზე შორს გადაადგილება ეკრძალებათ.

კანონის თანახმად, რესტორანი, რომელიც კომენდანტის საათის დროს სტუმრებს მიიღებს, 15 000 ევროთი დაჯარიმდება. სოციალური დისტანციისა და პირბადის გარეშე წვეულებაზე მყოფმა თითოეულმა სტუმარმა კი 135 ევრო უნდა გადაიხადოს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close