საზოგადოებასაქართველო
გურამ დოჩანაშვილი რეანიმაციაშია: „გუშინ გული გაუჩერდა და ღამით აპარატზე შეაერთეს“
მწერალი გურამ დოჩანაშვილი „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მწერლის მეუღლემ, ქალბატონმა ნათელამ დაუდასტურა.
გამოცემა წერს, რომ გურამ დოჩანაშვილი ერთი თვის წინ გაცივდა, მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.
„ერთი თვის წინ გაცივდა და ფილტვების პრობლემით შეიყვანეს კლინიკაში. გუშინ გაუჩერდა გული და შეაერთეს ღამით აპარატზე. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ გურამ დოჩანაშვილის ოჯახის ახლობელმა.
გურამ დოჩანაშვილი 26 მარტს 82 წლის გახდა.
კომენტარები