fbpx
მოგზაურობამსოფლიო

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ პირებს ქვეყნის შიგნით ტესტირების ან თვითიზოლაციის გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განახლებული გაიდლაინების თანახმად, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ პირებს ქვეყნის შიგნით ტესტირების ან თვითიზოლაციის გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ.

ამასთანავე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სრულად ვაქცინაციის მიუხედავად, მოგზაურობისას საჭიროა ზომების დაცვა, მათ შორის, პირბადის ტარება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ არავაქცინირებულმა პირებმა მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ის მოსახლეობის 30%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 153 631 404 დოზა გაიხარჯა.

მონაცემების თანახმად, 99-მა მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 56 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close