fbpx
საბერძნეთისპორტი

შოთა არველაძემ ბერძნულ სპორტულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა – „ქართველები ბერძნებს მოუგებენ“

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ საბერძნეთსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის წინ ინტერვიუ მისცა ბერძნულ გამოცემა sport-fm.gr-ს და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

არველაძის თქმით, საქართველომ პირველი ორი თამაში წააგო, მაგრამ მას საინტერესო მომავალი აქვს, რადგან ჰყავს ფანტასტიკური ფეხბურთელები, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

მან განსაკუთრებით გამოყო ამ თაობის ორი ყველაზე დიდი ვარსკვლავი: ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელთაც, „თუ ბრძოლას თუ არ შეწყვეტენ, დიდი მომავალი ელოდებათ“.

როგორც ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სოტირის კირიაკოსთან, რომელსაც ინსტაგრამის მეშვეობით ეკონტაქტება, ასევე, ნიკოს მახლასთან, რომელიც ჰოლანდიაში ასპარეზობის დროს ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტი იყო.

დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით შოთა არველაძემ პროგნოზი გააკეთა, რომ საქართველო 1:0-ს მოიგებს.

ინტერვიუს თან ახლავს რამდენიმე ვიდეო, რომლებზეც ასახულია შოთა არველაძის კარიერის დასამახსოვრებელი მომენტები.

გიორგი ჯანელიძე

ინტერვიუ ბერძნულ ენაზე იხილეთ აქ. https://www.sport-fm.gr

P. S. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს, 31 მარტს თესალონიკში გაიმართება.

მაყურებელს მატჩის ნახვა შეუძლია საბერძნეთის ტელევიზის – OPEN TV, აგრეთვე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

მატჩი საბერძნეთის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება (საქართველოს დროით – 22:45 სთ-ზე).

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close