fbpx
სპორტი

ალინა ურუშაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში „გლობალ არენაზე“ მიმდინარე მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე.

მან მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური გაინაღდა.

ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოიპოვა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close