წელს საკურის ყვავილები იაპონიაში ჩვეულებრივზე ადრე გაიშალა. 11 მარტს პირველად ჰიროშიმას ბაღები აბრდღივიალდა ვარდისფრად, მეორე დღეს კი ფუკუოკის პრეფექტურის მცხოვრებლებიც გაახარა საყვარელი ყვავილობის გამოჩენამ.
ამჯერად ყვავილობა ნაადრევი გამოდგა – ჩვეულებრივ, შორეული აღმოსავლეთის ალუბალი აპრილის დასწყისში იწყებს ყვავილობას. ასეთი ნაადრევი ყვავილობა იაპონიაში 11 წლის წინათ აღინიშნა – მაშინ მისი პირველი ყვავილები 10 მარტს გამოჩნდა.
უამრავი ადამიანი ტკბება ტოკიოს პარკებში ჩვეულებრივი, თუმცა მაინც დიდი ხნის ნალოდინარი მოვლენით – საკურის ყვავილობით, რომელიც იაპონიის სიმბოლოდ ითვლება. ხელუსიფლება ურჩევს მოქალაქეებს, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით, ტრადიციულ პიკნიკებზე უარი თქვან და უსაფრთხოების ზომები დაიცვან.
კომენტარები