საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის 8490 ადამიანი დარეგისტრირდა

დღეს დილის მონაცემებით, სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მსურველი 8490 ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის, „ფაიზერის“ ვაქცინა 6000-მა ადამიანმა აირჩია.

ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4281-მა კაცმა მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა, მათ შორის, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა.

გუშინდლიდან,  25 მარტიდან სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირების საშუალება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ. ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ  „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა კი 30 მარტიდან დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close