მსოფლიო

მსოფლიოს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ელის

როგორც ტუალეტის ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის, ხის მერქნის უდიდესი მწარმოებელი იტყობინება, გადამზიდი კონტეინერების გლობალურმა ნაკლებობამ შეიძლება ტუალეტის ქაღალდის მიწოდების პრობლემები გამოიწვიოს.

ტუალეტის ქაღალდის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის მიწოდების ჯაჭვში პრობლემები საყოფაცხოვრებო პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდას ემთხვევა. პანდემიის პერიოდში მომხმარებლებმა ტუალეტის ქაღალდის მარაგების შექმნა და პანიკური შეძენა დაიწყეს.

ბრაზილიური მერქნის მწარმოებლის, Suzano-ს მთავარი აღმასრულებელი უოლტერ შალკა ფიქრობს, რომ ტრანსპორტირების პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება და გაუარესდება. ვაჭრობის ჯაჭვში მნიშვნელოვანი დარღვევები კი, სავარაუდოდ, მსოფლიოში ტუალეტის ქაღალდის მარაგზე აისახება.

მიწოდების პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზი სატვირთო გემებზე მოთხოვნის ზრდაა. ამის გამო დიდი მოცულობის გემები კომპანიის ტერმინალებზე ჩვეულებრივზე ნაკლებად ხვდება. Suzano-ს, რომელზეც მსოფლიოში ტუალეტის ქაღალდის წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის მიწოდების მესამედი მოდის, მარტში მერქნის ექსპორტი უკვე შეუმცირდა.

გადაზიდვების ბაზარზე გარღვევა დიდ ზიანს აყენებს გლობალურ ვაჭრობას, განსაკუთრებით სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართულებით.

კონტეინერების კრიზისი, რომელიც მათზე ჩინეთის გაზრდილ მოთხოვნას მოჰყვა, თვეების განმავლობაში ვითარდებოდა, თუმცა Suzano-ს გაფრთხილება არის პირველი ძირითადი ნიშანი, რომელიც გადაზიდვების ბაზრებზე მიწოდების პრობლემას აჩვენებს. თუ გადამზიდების ნაკლებობა სატვირთო გადაზიდვების ფასების ზრდას განაგრძობს, ის  ხელს შუწყობს დაჩქარებულ გლობალურ ინფლაციასაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფაბიანა ბატისტა

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close