მსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში „კარანტინისგან დაღლილმა“ კაცმა მერიას ცეცხლი წაუკიდა

გერმანიაში, ქვედა საქსონიის ქალაქ დელმენჰორტში „კარანტინისგან დაღლილმა“ 30 წლის კაცმა მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ამის შესახებ სააგენტო DPA იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი 23 მარტს, საღამოს საათებში მოხდა. კაცმა მერიის შენობის ფანჯრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა. გამვლელებმა ის დააკავეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ხანძარმა დააზიანა საინფორმაციო ბიუროს ოთახი, თუმცა მეხანძრე-მაშვლებმა ცეცხლის სხვა ოთახებზე გავრცელება არ დაუშვეს.

ქალაქის მერის, ალექს იანცის განცხადებით, საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოკითხვაზე გადაყვანილმა 30 წლის კაცმა განაცხადა, რომ მერიას ცეცხლი „გაუთავებელი საკარანტინო შეზღუდვების“ გამო წაუკიდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close