fbpx
საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა წვრილფეხა საქონელს საბაგირო გზა მოუწყვეს და წყლის ტყვეობიდან გაათავისუფლეს (ვიდეო)

24 მარტს უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან ხელოვნური კუნძული წარმოიქმნა. კუნძულზე ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა საქონელი იყო დარჩენილი. მიუხედავად მაშველების ჩარევისა, ორმა მწყემსა კუნძული ღამით არ დატოვა, რადგან ეშინოდათ, პირუტყვი არ დახოცილიყო. დღეს კი ისინი, ცხოველებთან ერთად, სამშვიდობოს გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარისა და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის ღამის გასათევი მოაწყო.

მეხანძრე-მაშველები ადგილზე დარჩნენ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.

დილიდან შესაძლებელი გახდა საბაგირო გზის მოწყობა, რამაც მეხანძრე-მაშველებს საშუალება მისცა, წვრილფეხა პირუტყვი უსაფრთხო ადგილზე გამოეყვანათ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close