კრიმინალი

მაია რჩეულიშვილის ვადამდე გათავისუფლებაზე „ცენტრპოინტის“ დაზარალებულები ხელს არ აწერენ

რუსუდან კერვალიშვილს კი სასჯელის ვადა 30 მარტს ეწურება

ცენტრპოინტის“ 6500 დაზარალებულიდან მაია რჩეულიშვილის საპროცესო შეთანხმებას ხელს არცერთი აწერს. ისინი ამ საქმეზე მსჯავრდებულების ვადამდე გათავისუფლებას მხარს არ უჭერენ. რუსუდან კერვალიშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. მას სასჯელის ვადა ეწურება.

ცენტრპოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ციხეს სასჯელის ბოლო დღეს დატოვებს. 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა რუსუდან კერვალიშვილისთვის 30 მარტს იწურება. დასთან ერთად, ციხის დატოვების შესაძლებლობა მაია რჩეულიშვილსაც ჰქონდა, თუმცა ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ამბობს, რომ მთავარი სიტყვა დაზარალებულებმა თქვეს და რჩეულიშვილის გათავისუფლებაზე ხელი არავინ მოაწერა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მაია რჩეულიშვილმა, კერვალიშვილის მსგავსად, სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს. მათი თქმით, რჩეულიშვილის ვადამდე გათავისუფლებას იმ პირობით დათანხმდებიან, თუ უკლებლივ ყველა დაზარალებულს დააკმაყოფილებენ.

დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად დედაქალაქის მერია ათობით ინვესტორთან და მშენებელთან მოლაპარაკებებს მუდმივ რეჟიმში მართავს. მშენებლობა-დემონტაჟი უკვე დაწყებულია რამდენიმე ობიექტზე. კახა კალაძის მოადგილე ამბობს, რომ სამშენებლო ნებართვების ნაწილი უკვე გაცემულია, საგანგებოდ შეცვლილია კოეფიციენტებიც. ილია ელოშვილი ხმაურიანი საქმის დასრულებას აპრილის ბოლოს ვარაუდობს.

თაღლითობასა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისებაში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშილი 2017 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი რჩეულიშვილის მიმართ 2019 წელს გამოცხადდა. ე. წ მიონის ეპიზოდზე, მას 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე სამართლებრივი დავა თითქმის ორი წელია ბოლო ეტაპზეა შეჩერებული. სასამართლო დაზარალებულებსა და ბრალდებულებს შორის მორიგებას ელოდება. თუ შეთანხმება ვერ შედგება და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდება, გუკა რჩეულიშვილს საპატიმროში დაბრუნება 7-იდან 11 წლამდე ვადით მოუწევს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close