fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალიაში ბოდიბილდერმა მშობლები დაახრჩო – „უბრალოდ, სიჩუმე მინდოდა“

იტალიელმა ბოდიბილდერმა ქალაქ ბოლცანოდან საკუთარი მშობლები მას შემდეგ დაახრჩო, რაც მათ შვილს ძაღლის გასეირნება სთხოვეს.

პეტერ ნეუმარი და ლორა პურჩელი, რომლებიც მასწავლებლად მუშაობდნენ, წლის დასაწყისში გაუჩინარდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ ქალის სხეული მდინარეში იპოვეს, ხიდზე კი ქმრის სისხლის კვალსაც მიაკვლიეს.

29 იანვარს პოლიციამ მათი ვაჟი ბენო დააკავა. თავიდან მან დანაშაულის ჩადენა უარყო, მაგრამ ახლა დანაშაული აღიარა.

30 წლის იტალიელმა მამაკაცმა განაცხადა, რომ მშობლებმა მას ძაღლის გასეირნება სთხოვეს, მაგრამ მან უარი უთხრა და ვიდეოთამაშების თამაში განაგრძო, შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. მამამ ის გაიღვიძა და ჩხუბი განაგრძო, რასაც მკვლელობა მოჰყვა. მამაკაცმა მშობლები დაახრჩო და მათი სხეულები მდინარეში გადააგდო.

„მე, უბრალოდ, სიჩუმე მინდოდა“– თქვა ბოდიბილდერმა.

progressnews.press

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close