მოდა/სილამაზე
პრინცესა დაიანას 80-იანი წლების ვარცხნილობა 2021 წელს ტრენდული გახდა
პრინცესა დაიანას ვარცხნილობა, რომლიც მას 1980 წელს ჰქონდა, 2021 წელს ტრენდული გახდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ესაა მრავალფენიანი ვარცხნილობა „ბობი“, რომლითაც ბრიტანეთის პრინცესა 80-იან წლებში საზოგადოების წინაშე ჩნდებოდა. „დაიანა 21-ე საუკუნის მოდის ბევრი მიმართულების კანონმდებელია“, – ეს განცხადება ნიუ-იორკის სილამაზის სალონ SALON64-ის დამაარსებელს რიკი უოლტერს ეკუთვნის.
ამ ვარცხნილობით საზოგადოების წინაშე უკვე გამოჩნდნენ მსახიობები ემა კორინი და კრისტენ სტიუარტი, რომელთაც პრინცესას როლი შეასრულეს ფილმში „გვირგვინი“.
ასევე ამ ვარცხნილობით სოციალურ ქსელებში ფოტოები გაავრცელეს კაია გერბერმა, ჰელი ბოლდუინმა და ემა მაკეიმ.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები