fbpx
მოგზაურობასაქართველო

„ლუფტჰანზა“ თბილისის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს მიუნხენის გარდა ფრანკფურტიდანაც შეასრულებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისის მიმართულებით საჰაერო რეისებს მიუნხენის გარდა ფრანკფურტიდანაც შეასრულებს. ავიაკომპანია ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით ოპერირებას 1-ლი ივნისიდან დაიწყებს და პირდაპირ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

ფრენა ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, ფრანკფურტიდან მიუნხენის გავლითაც ისარგებლონ და თბილისში ჩამოვიდნენ.

ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 2 აგვისტოდან განაახლა. აღნიშნული მიმართულებით ფრენა მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაზრდილი სიხშირით გაგრძელდება. კერძოდ კი, თავდაპირველად, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ხოლო 31 მაისიდან ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს, – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close