მედიცინაიტალია

იტალიის პრემიერი: AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება იმედის მომცემია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ხელმძღვანელის განცხადება იმედისმომცემია.

16 მარტს იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მზად არიან AstraZeneca-თი ვაქცინაცია სწრაფად დაიწყონ, თუ ევროპის წამლის სააგენტო ამას მწვანე შუქს აუნთებს.

16 მარტს ევროპის წამლის სააგენტოს აღსასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუკმა განაცხადა, რომ ახალი ანალიზი ცხადყოფს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითი რჩება.

„მილიონობით ადამიანის ვაქცინაციის დროს მსგავსი სიტუაცია მოულოდნელი არ არის. გარდაუვალია დაავადებების იშვიათი შემთხვევები, რაც ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება დადგეს. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინამ ადამიანებში თრომბის შემთხვევები გამოიწვია. თრომბოემბოლიის შემთხვევები არ აღემატება მოსახლეობაში ზოგადად არსებულ შემთხვევებს“, – აღნიშნა ემერ ქუკმა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close