fbpx
მსოფლიოდასაქმება

ოთხდღიანი სამუშაო კვირა ევროპაში შესაძლოა რეალობად იქცეს

პირველები ექსპერიმენტში მონაწილეობას ესპანური საწარმოები მიიღებენ და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, გამოცდილება შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ.

ევროპა უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეს, პირველები ასეთ ფორმატზე ესპანელები გადავლენ, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.ინიციატივა ეკუთვნის მემარცხენე ცენტრისტების პარტიას Mas Pais-ს. იდეას მხარი დაუჭირა ესპანეთის მთავრობამ. ჯერჯერობით საუბარია საპილოტო პროექტზე. ექსპერიმენტში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, 32-საათიან სამუშაო კვირაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებაყოფლობით გადავლენ. დასაქმებულებს ხელფასი არ დააკლდებათ, ხოლო საწარმოებს ფინანსურ ზარალს ქვეყნის ბიუჯეტიდან აუნაზღაურებენ.

პირველ წელს კომპენსაცია საწარმოების მიერ მიუღებელ შემოსავალს მთლიანი მოცულობით დაფარავს, მეორე წელს ბიუჯეტი ნახევარ დანაკარგს აანაზღაურებს, ხოლო მესამე წელს – მესამედს. პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი დაახლოებით 200-მა საწარმომ გამოთქვა.

Mas Pais-ის ინიციატივა ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ სტატისტიკურად ესპანელები სამუშაოზე იმაზე მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე საშუალოდ ევროპაში. ამასთან ხარისხი – შრომის პროდუქტიულობა – ესპანელებს დაბალი აქვთ.ექსპერტების ვარაუდით, თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, ესპანეთის გამოცდილებას სხვა ევროპული ქვეყნები გაიზიარებენ, მით უმეტეს, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ წინადადებები ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close