2021 წლის ევროვიზიაზე თორნიკე ყიფიანი საქართველოს საკუთარი სიმღერით წარადგენს (ვიდეო)
თორნიკე ყიფიანი 2021 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს სიმღერით You, რომელიც თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.
სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.
საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს, კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.
ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2021 წელს, სავარაუდოდ, ცარიელ დარბაზში ჩატარდება.
„ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა არტისტმა შეძლოს როტერდამში 22 მაისს დაგეგმილ ფინალზე ცოცხლად სიმღერა“,- განაცხადეს „ფრანს პრესთან“ საუბარში კონკურსის ორგანიზატორებმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროვიზია პანდემიის გამო გაუქმდა. ზოგმა ქვეყანამ თავისი კონკურსანტი შეცვალა, საქართველომ კი ისევ თორნიკე ყიფიანი წარადგინა, ოღონდ ახალი სიმღერით.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები