კრიმინალისაზოგადოება

საფრანგეთში მოსწავლემ აღიარა, რომ ცილი დასწამა მასწავლებელს, რომელსაც თავი მოჰკვეთეს

საფრანგეთში მოსწავლემ აღიარა, რომ ცილი დასწამა მასწავლებელს, რომელსაც თავი მოჰკვეთეს. საქმე ეხება პარიზის სკოლის მასწავლებელ სამუელ პატის, რომელიც ოქტომბერში ჩეჩენმა აბდულა ანზოროვმა მოკლა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება,13 წლის გოგონა მამას მოუყვა, რომ მასწავლებელმა მუსლიმ მოსწავლეებს შესთავაზა, დაეტოვებინათ კლასი, შემდეგ კი მოსწავლეებს მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურები აჩვენა, რამაც მშობლების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, გოგონა ამ დროს გაკვეთილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ფრანგული გამოცემა „პარიზიენის“ ცნობით, არასრულწოვანმა აღიარა, რომ მოიტყუა, რადგან მამის განაწყენება არ სურდა და ამის გამო მშობელს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რომ თითქოს კლასიდან გააგდეს. ამით აღშფოთებულმა მამამ რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და მასწავლებელს ისლამოფობიაში დასდო ბრალი. ასევე იჩივლა პოლიციასა და სკოლის დირექციაში.

მის მიერ ჩაწერილი ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ათ დღეში პედაგოგი მოკლეს. როგორც გოგონას ადვოკატი ამტკიცებს, მოსწავლემ მასწავლებელს ცილი დასწამა, რადგან მასზე კლასელები ზეწოლას ახორციელებდნენ. გავრცელებული ცნობით, გოგონას ბრალი ცილისწამებისთვის წაუყენეს.

შეგახსენებთ, ისტორიის მასწავლებელი შარშან, ოქტომბერში მოკლეს. მას წარმოშობით ჩეჩენმა ახალგაზრდა მამაკაცმა ესროლა და შემდეგ თავი მოჰკვეთა, ასევე „ტვიტერში“ დაწერა, რომ პედაგოგი მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფის გამო დასაჯა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავების დროს მოკლეს.

1tv.ge

ამავე თემაზე: პარიზის გარეუბანში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს – სავარაუდო მკვლელი 18 წლის ჩეჩენია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close