fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

რატომ გაწყვიტა უცნობმა ივანიშვილთან ურთიერთობა

გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, საკუთარ საავტორო გადაცემაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამბობს, რომ ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამიტომ შეიძლება მას „ნერვები მოეშალა“.

მისივე განცხადებით, თუ ბერასთვის შეურაცხყოფის მიყენება გაგრძელდება, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.

„მახსოვს ბერას გარშემო აგორებული სიტუაციები, რაც ამ ბავშვს აკადრეს, დაუწერეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, გარეგნობაზე დასცინეს. ეს ყველაფერი ხომ იყო, ტყუილად ხომ არ მომხდარა. ამ ბავშვს შეიძლება ნერვები მოეშალა… ასეთი სლოგანი ჩამოაყალიბეს „შეაგინე ბერას“.

მე პირდაპირ მინდა მოვუწოდო, ამ სიტუაციას გააგრძელებთ და გეუბნებით, არაფერს მოვერიდები, არც ციხეში ჩაჯდომას, უკან დამხევი არა ვარ „სროკზე“, მივუჯდები იმ მელიას და ერთი მითხრას, რომელი საქართველოსთვის იბრძვის. გეუბნებით მე თქვენ, ამოგაძრობთ ნასკებს პირიდან, თუ შეეხებით ოჯახს”,– ამბობს გაჩეჩილაძე.

უცნობი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან წლებია ურთიერთობა აღარ აქვს, რადგან ივანიშვილმა ის ულტიმატუმის წინაშე დააყენა.

„23 წელია ივანიშვილებთან ურთიერთობა აღარ მაქვს. ჩემთვის ეკა არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრია. ჩემზე უფრო მეტად ნაწყენი შეიძლება არავინ იყოს ბიძინა ივანიშვილზე. მეც მქონია ძალიან მაგარი ურთიერთობა ამ კაცთან და ერთ დღეს დამთავრდა. ახლა პირველად ვამბობ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მითხრა, ულტიმატუმი წამომიყენა, ან მე, ან ისო და მე ის ავირჩიე და იმის მერე დამთავრდა ჩვენი ამბავი. მაგრამ ის, რომ 23 წელია ამ ოჯახთან ურთიერთობა არ მქონია, არ ნიშნავს, რომ ამათ ვაკინინებ, ან მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს“, – თქვა გია გაჩეჩილაძემ.

newsreport.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close