იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსული Sputnik V-ს წარმოებას ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
„ვაქცინის წარმოება 2021 წლის ივლისიდან იტალია-შვეიცარიის ფარმაცევტული კომპანია Adienne-ის ქარხნებში მოხდება“, – განაცხადა AFP-ის პრესმდივანმა სტეფანო მაგგიმ.
მისივე თქმით, ათი მილიონი დოზა გამოიცემა 2021 წლის 1-ლი ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე.
ინფორმაციისთვის, Sputnik V-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყო რუსული ვაქცინის Sputnik V-ს კვლევა.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, უნგრეთმა და სლოვაკეთმა, მოსახლეობის რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო.
pia.ge
კომენტარები