მსოფლიოსაზოგადოება

მეგან მარკლი ამბობს, რომ მის შვილს პრინცის ტიტული კანის ფერის გამო არ მისცეს

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლე, სასექსის ჰერცოგინია მეგანი აცხადებს, რომ სამეფო ოჯახში მისი შვილის კანის ფერს განიხილავდნენ. ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის წამყვანს, ოპრა უინფრის მეგან მარკლმა უამბო, რომ როცა პირველ შვილზე, არჩიზე ფეხმძიმედ იყო, სამეფო სახლში იყო შეშფოთება და საუბრები, თუ რამდენად მუქი იქნებოდა ბავშვის კანის ფერი და რომ მას არ ექნებოდა პრინცის ტიტული და დაცვა, რომლითაც სამეფო ოჯახის წევრები სარგებლობენ.

მეგან მარკლის თქმით, მისი შვილის შემთხვევაში ტრადიციები უხეშად დაარღვიეს. წამყვანის შეკითხვას, კონკრეტულად ვინ ლაპარაკობდა, მეგან მარკლმა პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის თქვა, რომ ასეთი საუბარი ოჯახს ჰქონდა ჰარისთან.

თავად პრინცმა ჰარიმ უინფრისთან ინტერვიუში თქვა, რომ ამ საუბრის შესახებ საჯაროდ არაფრის მოყოლას არ აპირებს. პრინცის განცხადებით, მისთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, როცა სამეფო ოჯახის წევრებმა არ დაგმეს მეგანის რასობრივი კუთვნილების შესახებ ბრიტანული ტაბლოიდების სტატიები.

CBS-თან ინტერვიუ, რომელიც ეთერში 7 მარტს გავიდა, სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას პირველი ვრცელი ინტერვიუ იყო მას შემდეგ, რაც 2020 წლის იანვარში ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრთა ოფიციალური მოვალეობების შესრულებაზე და დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება გადაწყვიტეს.

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი ყოფილ მსახიობსა და ფოტომოდელზე, ამერიკელ მეგან მარკლზე 2018 წლის მაისში დაქორწინდა. 2019 წლის მაისში მათ შეეძინათ პირველი ვაჟი, არჩი. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close