მედიცინარჩევები

როგორ შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი ანუ რა უნდა ვიცოდეთ პირბადის შერჩევისას

ამცირებს თუ არა ინფიცირების რისკს ორი პირბადე ერთად?

ახლა, როცა ქვეყანაში ნელ-ნელა იხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, კიდევ უფრო საყურადღებო ხდება ხელების დაბანა, დისტანცია და, რაც მთავარია, პირბადის ტარება.

  • თუმცა, რომელი პირბადე უნდა ვატაროთ?
  • როგორ გავიგოთ, სამედიცინოა ის თუ არა?
  • როგორ შევამოწმოთ პირბადის ხარისხი?

პანდემიის დაწყების დღიდან რეკომენდაციები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით იცვლებოდა. როდესაც ვირუსის გავრცელება პიკში იყო, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) წერდა, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ ნაჭრის პირბადეებით ევლოთ, ხოლო სამედიცინო პირბადეების ამოწურვადი მარაგი ექიმებისთვის „დაეთმოთ”.

ბოლოდროინდელ (დეკემბერში განახლებულ) რეკომენდაციებში მკაცრი მოთხოვნა სამედიცინო პირბადეების ტარებაზე არ არის, თუმცა რისკჯგუფებს, მათ, ვისაც განსაკუთრებით სჭირდებათ ვირუსისგან თავდაცვა, სამედიცინო პირბადეების ტარებას ურჩევენ.

თუ ნაჭრის პირბადეს გამოიყენებთეცადეთ, იყოს მრავალშრიანირაც მეტი ბარიერია, მით უკეთესია დაცვა, – აღნიშნავს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, როშელ ვალენსკი.

CNN-ის ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას N95-ით სარგებლობის შესახებ, რომელიც 95%-ით ბლოკავს დიდი და მცირე ნაწილაკების შეღწევას, ვალენსკიმ უპასუხა, რომ სიფრთხილის ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ ტიპის პირბადეების მარაგი არ იქნება საკმარისი საყოველთაო მოხმარების შემთხვევაში, და მეორე მიზეზი ის არის, რომ ხალხმა N95 შეიძლება, უბრალოდ, არ გაიკეთოს, რადგან ამ რესპირატორით სუნთქვა ძნელია.

პირბადის ფართო არჩევანია საქართველოშიც, იქნება ეს ნაჭრის პირბადე, ქირურგიული პირბადე, საყოფაცხოვრებო პირბადე და ა.შ.

აი, რა უნდა ვიცოდეთ პირბადეების ყიდვისას:

  • 3-შრიანი პირბადე არ ნიშნავს იმას, რომ ის სამედიცინო პირბადეა და ისევე კარგად გიცავთ, როგორც ქირურგიული.
  • ასევე არ ნიშნავს, რომ პირბადე, რომელსაც აწერია KN95 ან N95, დაგიცავთ კორონავირუსისგან. ასეთი პირბადის ფასი 6 ლარია. თუ სამედიცინოს ეძებთ, დააკვირდით, რომ ეწეროს “Medical Mask”. სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ მტვრისა და საყოფაცხოვრებო დაბინძურებისგან დაცვისთვის გამოდგება.

მაშინ როგორ გავარჩიოთ სამედიცინო პირბადე სხვა დანარჩენებისგან? 

სამედიცინოდ ითვლება პირბადე, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ “EN 14683” სტანდარტს. ანუ ყუთზე უნდა იყოს მითითებული სამედიცინო პირბადის კოდი და

3 სახეობიდან ერთ-ერთი:

“Type I” – ასეთი სამედიცინო სახის ნიღბები გამოიყენება ადამიანებში ინფექციების გავრცელების რისკის შესამცირებლად, განსაკუთრებით – ეპიდემიურ ან პანდემიურ სიტუაციებში.

“Type II” – ეს ნიღბები განკუთვნილია ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების, ანუ ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალებისთვის.

“Type IIR” – არის ქირურგიული სამედიცინო ნიღაბი, რომელიც იცავს ნერწყვის შხეფებისგან და აქვს მაღალი დამცავი მახასიათებლები.

„EN14683 – ეს არის ევროპული სტანდარტირომელიც აღწერს სამედიცინო ნიღბების მოთხოვნებსა და ტესტირების მეთოდებს.

EN 14683 სტანდარტის მისანიჭებლად პირბადეს უტარდება რამდენიმე სახის ტესტი:

  • ბაქტერიული ფილტრაციის ეფექტურობის in vitro შეფასება
  • ჰაერის გამტარიანობის (დიფერენციალური წნევისტესტი
  • მიკრობული გაწმენდის ტესტი
  • ბიოშეღწევადობის ტესტები
  • გაშხეფების წინააღმდეგობის ტესტი ISO 22609 სტანდარტის შესაბამისად (ეს ტესტი უმეტესად გამოიყენება IIR ტიპის ქირურგიული ნიღბებისთვის)

ჩინური ან სხვა ქვეყნის სტანდარტისაც შეიძლება იყოს ხარისხიანი ნედლეულით დამზადებული პირბადე, თუმცა აქ ძნელია განისაზღვროს, ვინ რა ტესტირება ჩაატარა და რა მეთოდი გამოიყენა.

EN 14683 სტანდარტი ერთგვარი ხარისხის ნიშანია, რადგან ცნობილია, ამ სტანდარტით როგორ მოწმდება პირბადეებიევროპაში მხოლოდ ამ სტანდარტის სამედიცინო პირბადეები იყიდება.

ბევრია უხარისხო და ეგრეთ წოდებული ფეიკ-პირბადეები. მაგალითად, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არსებობს Fake KN95, რომელიც არ აკმაყოფილებს ამერიკის სტანდარტს, და მოუწოდებს, გაეცნონ საჭირო სტანდარტებს იმისთვის, რომ ამოიცნონ, რომელი არაა აკრედიტებული ამერიკაში.

პირბადის გამოყენებისას გვირჩევენ:

  • ნიღაბი მაქსიმალურად მივიბჯინოთ სახეზე ისერომ ჰაერმა თავისუფლად არ შემოაღწიოს ნიღბის ღია გვერდებიდან (ამისთვის იუთუბზე სპეციალური „გაკვეთილებიც“ არის);
  • გავზარდოთ ფილტრაცია იმისთვის, რომ ნიღაბმა უფრო მეტი წვეთი შეაკავოსრომელზეც შეიძლება იყოს ვირუსი.

ორი პირბადე კარგი აზრია?

ორი პირბადის ერთდროულად გაკეთებას არ ექნება ეფექტი, თუ ნიღაბი არ დაფარავს ცხვირს და პირს ისე, რომ ჰაერი შიგ ადვილად არ აღწევდეს. ბოლო კვლევამ აჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პირბადის კარგად მორგებას რისკების შესამცირებლად.

თებერვალში გამოქვეყნდა CDC-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები.

მაგალითად, როდესაც ინფექციის წყარო იყო უნიღბოდ, ხოლო მეორე წყაროს სამედიცინო ნიღბის ზემოდან ნაჭრის პირბადე ეკეთა, ან სამედიცინო ნიღაბი ჰქონდა ყურების ადგილას იმგვარად გაკვანძული, რომ ჰაერი არ შედიოდა, ინფიცირების რისკი 83%-ით შემცირდა. ხოლო როდესაც ორივე წყაროს ეკეთა პირბადე, ინფიცირების რისკმა 95%-მდე დაიწია, როიდესაც ორივეს ეკეთა სამედიცინო და ნაჭრის პირბადე ერთად ან ყურების ადგილას გაკვანძული და შეკეცილი პირბადე, რომ ჰაერი არ შევიდეს.

ამიტომ ორი პირბადე გამოსავალია, თუ სამედიცინო პირბადის ზევიდან იქნება ნაჭრის პირბადე და ისიც კარგად მიბჯენილი.

რაც შეეხება სამედიცინო პირბადეზე მეორე სამედიცინო პირბადის გაკეთებას, ეს რეკომენდებული არ არის, რადგან ორი ასეთი ტიპის პირბადე ვერ ერგება სახეს ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს.

N95 ტიპის პირბადეს კი დამატებითი პირბადე საერთოდ არ სჭირდება.

სამედიცინო პირბადის მოხმარების ინსტრუქცია ასეთია:

  • ჯერ საპნით ვიბანთ ხელებს 20-30 წამის განმავლობაში;
  • შემდეგ ვიკეთებთ სამედიცინო პირბადეს ისე, რომ ლურჯი ფერის შრე იყოს გარეთ. კარგად ვიმაგრებთ ცხვირზე, ყურებზე;
  • ვამოწმებთ, რომ ჰაერი არ შედიოდეს იოლად – პირბადე მაქსიმალურად უნდა ებჯინებოდეს სახეს ყველა მხრიდან;
  • 2-3 საათის გასვლის შემდეგ ვიხსნით პირბადეს ყურებიდან, არ ვეხებით წინა მხარეს;
  • ვაგდებთ ისე, რომ არც სახეს შევეხოთ და არც სხვა ვინმეს;
  • ვიბანთ ისევ ხელებს 20-30 წამის განმავლობაში.

ანი ბურდული

radiotavisufleba.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close