newsსაბერძნეთი
ძლიერი მიწისძვრა ცენტრალურ საბერძნეთში, არიან დაშავებულები (ვიდეო)

დღეს, დაახლოებით შუადღის 12 საათზე ადგილობრივი დროით ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში, თესალიის ოლქში, ქალაქ ელასონთან ახლოს.
მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 6 ბალი შეადგინა, რასაც განმეორებითი მიწისძვრები მოჰყვა. სულ, საათ-ნახევრის განმავლობაში რვა განმეორებითი მიწისძვრა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე ძლიერი იყო ქალაქ ლარისის დასავლეთით, 20 კილომეტრში მომხდარი მიწისძვრა (5,1 ბალი).
მიწისძვრამ მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. არიან დაშავებულები.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები