მსოფლიოსაზოგადოება

რომის პაპი: მსოფლიოს კიდევ ერთი წარღვნა ელის

რომის პაპი ფრანცისკე პირველი შიშობს, რომ კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს ახალი კატასტროფა ელის.

„თუ მსოფლიოს ლიდერები დროულ რეაგირებას არ მოახდენენ მყინვარების დნობასა და ტემპერატურის ცვლილებაზე, თუ იმავე გზით ვივლით, რომლითაც დავდივართ, კიდევ ერთი წარღვნა არ აგვცდება. იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებას ვებრძოლოთ, პირველ რიგში, საჭიროა მთავრობებმა კორუფცია და უსამართლობა აღმოფხვრან.

ნოე წარღვნას იმიტომ გადაურჩა, რომ სათნო ადამიანი იყო. შესაძლოა წარღვნა მითი იყოს, მაგრამ ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს დაატყდეთ თავს ღვთის რისხვა. უფლის რისხვა უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close