პოლიტიკა
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხურვალეთში გადაღებული ფოტო FACEBOOK-ის ე. წ. ქავერად დააყენა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ Facebook-ის გარეკანის, ე. წ. ქავერის ფოტო განაახლა და საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხურვალეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
შარლ მიშელი საქართველოს 1-ელ მარტს სტუმრობდა. ის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. იგი სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნო.
კომენტარები