ეკონომიკაიტალია

იტალიაში 1-ევროიანი სახლების პროგრამამ არ გაამართლა (?!)

იტალიაში რამდენიმე წლის წინ ამოქმედებულმა პროგრამამ, რომელიც ცალკეულ სოფლებში მსურველებისთვის გარემონტების სანაცვლოდ 1 ევროდ სახლის შეთავაზებას გულისხმობდა, არ გაამართლა. დღეს პრობლემების წინაშე დადგნენ თითქმის ნანგრევებად ქცეული სახლების მფლობელებიც და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ გალამაზებული სახლები მის ძველ მეპატრონეებს მოეწონათ და ითხოვენ, გასხვისებამდე მათაც დაეკითხონ აზრი.

მათ შორისაა ჯოსი ფაცინია, რომელიც ახლა იტალიის ქალაქ კასტროპინიანოში მდებარე, მისი ოჯახის კუთვნილი სახლის გაყიდვას დავობს. ის ამბობს, რომ მისი ბებია 1950-იან წლებში ემიგრანტად წავიდა კანადაში, დატოვა პატარა ქვის სახლი იტალიის სამხრეთ მოლიზეს რეგიონში, თუმცა მას ოჯახი რეგულარულად სტუმრობდა ამ წლების განმავლობაში და არ ყოფილა მიტოვებული. ამიტომაც ქონების დაუკითხავად ათვისების გამო დაიწყო საკითხის გარკვევა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავდაპირველ მეპატრონეებთან დაკავშირება, რომლებიც ასევე უარს აცხადებენ ნანგრევების გაყიდვაზე.

აქამდე ვიცოდით, რომ ადგილობრივ მერს გაგზავნილი ჰქონდა წინასწარ წერილები ყველა სახლის მეპატრონესთან, თუმცა როგორც ირკვევა წერილი ზოგიერთ ოჯახამდე არ მისულა.

„ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით, მსურს ვნახო ქალაქის აყვავება და მინდა მისი ნაწილი ვიყო, ამიტომ გთხოვთ, არ მოგვპაროთ ჩვენი კუთვნილი სახლები“, – ასეთი განცხადებებით მიმართავენ ძველი მაცხოვრებლები მთავრობას. თავის მხრივ, მთავრობა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს, რომელიც რეალურად მათ არ მოეპოვებათ.

ასეა თუ ისე, საინტერესო წინადადებას ბევრი მსურველი გამოუჩნდა და სახლების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლება ახლა დაშვებული შეცდომის მოგვარების პარალელურად დანარჩენი სახლების მეპატრონეებსაც ეძებს, თუმცა თუკი გონივრულ ვადაში არ გამოჩნდებიან მფლობელები, მათ ქონებაჩამოერთმევათ, რადგან სახლები ინგრევა და სოფლები გადარჩენას საჭიროებს. ამის უფლება, როგორც აღმოჩნდა, იურიდიულადაც აქვთ, რადგან ეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიას ემსახურება.

დღეს იტალიურ სოფლებში რეალურად ადამიანები უკვე არიან დასახლებულები, მათ გაარემონტეს შეძენილი სახლები, რაც ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენდა. მიტოვებული სოფლები გალამაზდა და დასახლდა, თუმცა ახალი გამოწვევების ფონზე პროგრამა ჯერჯერობით ეჭვქვეშ დგას.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close