საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენება განიხილება?

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება. 

მან ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, რომ კულუარული ინფორმაცია უკვე 1 კვირაა, აქვთ.

„განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გამყრელიძე უარყოფს მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა დატოვოს პოსტი, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მასზე უკეთესი იქნება და ქვეყნისთვის იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე თავად აკეთებს.

მედია უკვე რამდენიმე დღეა წერს ამრან გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირების შესახებ.

როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, მას და ჯანდაცვის მინისტრს შორის საქმიანი ურთიერთობებია, თუმცა რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მან  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ერთადერთ სუბიექტთან აქვს დაპირისპირება და ის კორონავირუსია.

„SARS-COV-2, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს – აი, ეს არის სწორედ ის დაპირისპირება, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ხან იგი გვჯაბნის ყველას. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ამ ბრძოლაში უპირატესობა ჩემს ხელშია და დღეს ისევ ვჯაბნი მას. თუმცა, ვნახოთ, საბოლოოდ როგორი იქნება ამ ბრძოლის დასასრული. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან (ტიკარაძესთან) არ მაქვს. ჩვენ ძალზე კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია, მსჯელობა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close