იტალიასპორტი

სან რემოს ფესტივალზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმღერებს – სიმღერ-სიმღერ რა თანხას გამოიმუშავებს „მილანის“ ფორვარდი?

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი იტალიური სიმღერის ლეგენდარულ ფესტივალზე – „სან რემოზე“ გამოვლენ.

იტალიის მთავარ მუსიკალურ კონკურსზე შვედი იბრაჰიმოვიჩისა და სერბი მიჰაილოვიჩის დუეტი შეასრულებს ჯგუფ „ნომადის“ (Nomadi) კომპოზიციას „Io Vagabondo“ („მე – მაწანწალა“).

„რა თქმა უნდა, გოლის გატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიმღერა. მე არ ვიცი, რა მელის, მაგრამ არ ვღელავ, თუ ჩავფლავდი, არავინ განმსჯის და თუ კარგად გამომივიდა, მაშინ ახალი სამუშაო მექნება, როცა ფეხბურთიდან წავალ. ყველა შემთხვევაში კარგად გავერთობით“, –  დაწერა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანი კონკურსის 4 საღამოს სცენაზე გაატარებს და არცერთ დღეს არ გამოტოვებს. თუ რის გაკეთებას აპირებს ფეხბურთელი, მკაცრადაა გასაიდუმლოებული, ერთადერთი, რაც პრესაში გაიპარა, არის ის, რომ იბრა სინიშა მიხაილოვიჩთან დუეტში იმღერებს.

ფეხბურთელს სან რემოს ფესტივალის ფონდიდან თითოეული დღისთვის 50 ათას ევროს გადაუხდიან. სპონსორების ფულთან ერთად საბოლოო თანხა დაახლოებით მილიონი ევრო გამოდის.

სან რემოს ფესტივალი 1951 წლიდან იმართება. ფესტივალზე ყოველ წელს საუკეთესო კომპოზიციებს წარადგენენ. გამარჯვებულთა შორის კი ისეთი სახელებია, როგორიცაა: ტოტო კუტუნიო, ადრიანო ჩელენტანო, ეროს რამაზოტი, ანდრეა ბოჩელი და სხვები. გასულ წელს კონკურსის ტრანსლირებას თვალს 50 მილიონი ადამიანი ადევნებდა.

წელს ფესტივალი 2-6 მარტს ჩატარდება. იბრაჰიმოვიჩი და მიჰაილოვიჩი 4 მარტს იმღერებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close