მედიცინამსოფლიო

შვედეთში ქალმა კოვიდინფიცირებული ბავშვი გააჩინა

შვედეთში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Conversation-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი, რომელიც კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული, მალმიოს საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ექოსკოპიური კვლევით დადგინდა, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობის გამო გულისცემა ჰქონდა შესუსტებული, რის გამოც ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის გენომების სეკვენსირებით დადგინდა, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო ინფიცირებული. პირველმა ანალიზებმა აჩვენა, რომ დედას და ბავშვს იდენტური ვირუსი ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარებული ანალიზით ახალშობილს ინფექციის პოპულაციაში ცვლილება გამოუვლინდა. მას ვირუსის ახალი შტამი A107G დაუდგინდა. საბედნიეროდ, ბავშვს ანტისხეულები გამოუმუშავდა და ვირუსი მან სერიოზული გართულებების გარეშე გადაიტანა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close