fbpx
ჯანმრთელობარჩევები

მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლებისთვის: მარტის სახიფათო დღეები

გაზაფხულის პირველი თვე ძალიან დატვირთულია ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებით, რის გამოც აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება.

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის თანახმად, მარტი ამ კუთხით მეტად რთული თვეა.

მომდევნო თვეში დედამიწას ერთბაშად ექვსი გეომაგნიტური შეტევა დაატყდება თავს.

მარტის გეომაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

1-3 მარტი – მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი შეტევა, რაც უკვე რამდენიმე თვეა არ მომხდარა. ამიტომ მის გავლენას ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ.

ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვევს შაკიკს, ტაქიკარდიას, ქოშინს, გამწვავდება ქრონიკული დაავადებები, გასაკუთრებით, გულთან, თირკმელებთან და ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.

6 მარტი – მოსალოდნელია 4-ბალიანი მაგნიტური რყევები, რაც გამოიწვევს: თავის ტკივილებს, წნევის ცვალებადობას, აღგზნებადობას.

12-13 მარტი – ეს საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი იქნება, თუმცა მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მის ზემოქმედებას ძილის პრობლემების, სისუსტისა და აპათიის სახით.

15 მარტი – ეს კიდევ ერთი საშუალო ძალის მაგნიტური ქარიშხალი იქნება. ადამიანები იგრძნობენ: ძილის დარღვევებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, თავის ტკივილებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

18-21 მარტი – მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი. NASA-ს მონაცემებით, ის პიკს 19 მარტს მიაღწევს, რა დროსაც პლანეტარული ინდექსი 20-მდე აიწევს. შედარებისათვის: ჩვეულებრივ დღეებში ინდექსის ნიშნული 5-ია.

ამასთან 1-–3 მარტის ხუთბალიანი ქარიშხლისგან ის იმით განსხვავდება, რომ თვის დასაწყისში პლანეტარული ინდექსი „მხოლოდ“ 15-18 იქნება.

შესაბამისად, მის გავლენას იგრძნობენ ისეთებიც კი, ვინც მეტეოდამოკიდებული არ არის. ამ დღეებში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისა და თავის ტკივილები, ძლიერი სისუსტე (ერთგვარი „დაბზარულობა“).

28-29 მარტი – ეს თვის ფინალური მაგნიტური ქარიშხალია და ის საშუალო სიმძლავრისა იქნება. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს იძლევიან:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close