fbpx
ჯანმრთელობარჩევები

კეფირის კოქტეილები ცხიმების დასაწვავად

სამხარი და ვახშამი ამ კოქტეილებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. აუცილებლად შეგიმცირდებათ ჭამის მადა, ორგანიზმში დაჩქარდება მეტაბოლიზმი, გამოიდევნება ჭარბი სითხე და გაუმჯობესდება საჭმლის მონელების ფუნქცია. სწორედ ამით აიხსნება ამ კოქტეილების თვისება, დაეხმაროს ორგანიზმს წონის კლებაში.

ამჯერად შემოგთავაზებთ კეფირის კოქტეილის სამ სახეობას.
რძის პროდუქტები (რძის გარდა) ორგანიზმში ზრდის კალციტრიოლის ჰორმონის რაოდენობას, რომელიც ხელს უწყობს უჯრედებს ცხიმების წვაში.
მიირთვით ეს კოქტეილები – ნივთიერებათა ცვლაც გაიუმჯობესეთ და ზედმეტ კილოგრამებსაც დაემშვიდობეთ.

კეფირი ჭარხლით

2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი
250 მლ კეფირი
1 ჩაის კოვზი ასკილის ნახარში
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

დააბლენდერეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები,
გააჩერეთ, მინიმუმ, ერთი საათი და შემდეგ მიირთვით.

კეფირი პომიდვრით

1 ცალი პომიდორი
1 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
50 მლ კეფირი
მწვანილები (გემოვნებით)

დააბლენდერეთ ბოსტნეული და ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კეფირი, მოურიეთ და მიირთვით.

კეფირი დარიჩინით:

1 სუფრის კოვზი ოხრახუში
სულ ცოტა დაფქული დარიჩინი
100 მლ კეფირი

დაჭერით წვრილად ოხრახუში. გადაურიეთ კეფირსა და დარიჩინს. მიღებული კოქტეილი გააჩერეთ, მინიმუმ, ერთი საათით და შემდეგ მიირთვით.

p.s. დარიჩინი ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას და, ასევე, ხელს უწყობს ცხიმების აკუმულაციას. დარიჩინი შეგიძლიათ დაამატოთ ჩაიში ან ყავაში.

funtime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close