მსოფლიო

სასიცოცხლოდ გადამწყვეტი ოკეანის უდიდესი დინება გამანადგურებელ წერტილთან ახლოსაა (ვიდეო)

მეცნიერები გვაფრთხილებენ: შეცდომის უფლება კი უბრალოდ არ გვაქვს!

ზღვის დინებები, რომლებსაც ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციას (AMOC) უწოდებენ, სასიცოცხლოდ გადამწყვეტია ტროპიკებიდან სითბოს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადასატანად, თუმცა ახალი კვლევა მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილებამ ეს დინებები შეიძლება იმაზე მალე მოშალოს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ.

ამას კი ღრმა, პლანეტაზე ფართომასშტაბიანი გავლენა ექნება ამინდის მახასიათებლების თვალსაზრისით, გადააყირავებს სოფლის მეურნეობის პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებას და ეკონომიკურ სტაბილურობას მსოფლიოს იმ საკმაოდ დიდ ზონებზე, რომლებზეც ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციას აქვს გავლენა.

პრობლემას წარმოადგენს ის მაჩვენებელი, რომლითაც დედამიწა თბება და არქტიკაში ყინული დნება: მკვლევართა ახალი მოდელების მიხედვით, ტემპერატურის მატების სიჩქარე წარმოადგენს რისკს, რომ ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციამ მიაღწიოს გარდამტეხ წერტილს, რომლის იქითაც ის გაქრება.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/okeanis

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close