fbpx
ეკონომიკაიტალია

იტალიაში მიტანის სერვისში მომუშავე ოთხ მთავარ კომპანიას კურიერებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად 90-დღიანი ვადა მიეცა

იტალიაში აცხადებენ, რომ მიტანის სერვისში მომუშავე კურიერების შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, დამსაქმებელი კომპანიები კურიერებს „მონებივით ექცევიან“.

მილანის პროკურორებმა განაცხადეს, რომ იტალიაში მიწოდების ოთხ მთავარ კომპანიას კურიერებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად 90-დღიანი ვადა მიეცა. მიტანის სერვისში მომუშავე კომპანიებმა აღნიშნულ ვადაში კურიერები უნდა უზრუნველყონ: გადაადგილების უსაფრთხო საშუალებებით, უბედური შემთხვევის კომპენსაციით, სამუშაო კონტრაქტებითა და ტრენინგებით.

იტალიაში საკვების მიწოდების ოთხ მთავარ კომპანიაში დაახლოებით 60 000 კურიერი მუშაობს, რომლებიც გადაადგილებისთვის ველოსიპედებსა და მოტორიან სკუტერებს იყენებენ. იტალიელი პროკურორების თქმით, აღნიშნული კომპანიები მათთან დასაქმებულ კურიერებს თითქმის არ სთავაზობენ რაიმე სახის კონტრაქტს, საპენსიო შენატანს, შვებულებას ან უბედური შემთხვევის კომპენსაციას.

„აღარ არის იმის თქმის დრო, რომ ისინი მონები არიან. დროა ვთქვათ, რომ ისინი მოქალაქეები არიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ფრანჩესკო გრეკომ.

იტალიაში აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კურიერების მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოძიება ჩატარდა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close