fbpx
ვიდეოკრიმინალი

რუსული მედია ქართველი პატიმრის წამების ვიდეოს ავრცელებს

„ნოვაია გაზეტა“ 2017 წელს იაროსლავის კოლონიაში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის წამების ვიდეოს ავრცელებს.

საქმე ეხება 2017 წელს კოლონიის თანამშრომლების მიერ პატიმრების წამების ვიდეოს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეც იყო. ვიდეოში საქართველოს მოქალაქეც ჩანს.

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქის სრული ჩხრეკა მოითხოვეს. ამასთან, ჟურნალისტების ცნობით, ამ პროცედურას რეგლამენტის დარღვევით ქალები ატარებდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, კოლონიის თანამშრომლებმა ქართველ პატიმარს ხელკეტებით სცემეს, რის შედეგადაც მას სისხლდენა დაეწყო და ერთ თვეში ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, 2017 წელს მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ჟურნალისტების ცნობით, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი ახლობლებს გადასცეს, მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ იაროსლავის კოლონიაში წამების ფაქტების ამსახველი რამდენიმე ვიდეო ფონდ „საზოგადოებრივი ვერდიქტის“ ადვოკატმა ირინა ბირიუკოვამ მოიპოვა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა. მის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ კოლონიის ათასობით თანამშრომელი პატიმრებს სასტიკად უსწორდება და სცემს.

ვიდეო ძალადობის კადრებს შეიცავს, ამიტომ სუსტი ნერვების ადამიანებს მის ნახვას არ ვურჩევთ. აგრეთვე, მოარიდეთ ბავშვები ეკრანს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close