„შეიცვლის მიმართულებას პოლიტიკაში“; „ის კვლავ ამობრწყინდება“ – ლელა კაკულიამ ქართველი პოლიტიკოსების მომავალი იწინასწარმეტყველა (ვიდეო)
ლელა კაკულიას ოფიციალური facebook გვერდი 2016 წლის 7 დეკემბრის წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.
ქართველი წინასწარმეტყველი გადაცემაში „მაესტროს ექსკლუზივი“ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად ქართველ პოლიტიკოსებსა და მათ მომავალზე საუბრობს.
„ლელა კაკულია: მელიაც და კობახიძეც ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ და თავის საქმეს გააკეთებენ – ასე რომ, წინ იარეთ, ჩემო კარგებო!
მე ირაკლი კობახიძეზე ვიწინასწარმეტყველე მანამდე, რომ ძლიერი ახალგაზრდაა. ასევე მომწონს ნიკა მელია – ძალიან კარგი მომავალი აქვს. შემდგომში მე მას აღარ ვხედავ იმ პოლიტიკურ ფლანგზე, რომელზეც დღეს დგას. ის შეიცვლის მიმართულებას პოლიტიკაში და მისთვის ეს ძალიან მომგებიანი იქნება…
ახალგაზრდები არიან და ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამენ – აქეთ კობახიძე და იქით მელია. ორივე საქართველოს შვილია და თავის საქმეს გააკეთებენ;
არც ირაკლი ალასანიაა ჩამქრალი პოლიტიკური ვარსკვლავი – ის კვლავ ამობრწყინდება, დაიმახსოვრეთ;
ყველაფერი შეიცვლება – პარლამენტიც, მინისტრთა კაბინეტიც, მთავრობაც – ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ;
მე არავის მხარე არ ვარ – მე ვარ საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარეზე და პირნათლად ვასრულებ ჩემს მისიას!“ – წერს ლელა კაკულია.
ლელა კაკულია „მაესტროს“ ექსკლუზივში – 2016 წელი, 7 დეკემბერი.
primetime.ge
კომენტარები