fbpx
მსოფლიო

საყურადღებო ინფორმაცია ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ თავის ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფურიმის დღესასწაულზე, 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლის დილამდე, 20:30 – 05:00 საათებში ქვეყანაში გადაადგილება შეიზღუდება.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფურიმის დღესასწაულზე, 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლამდე, 20:30-05:00 საათებში ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს. იკრძალება: საცხოვრებელი სახლიდან ერთი კილომეტრის მანძილზე დაშორება; სხვასთან სტუმრობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 20:00 საათზე შეწყვეტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close