იტალიასპორტი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალიელი მოტომრბოლელი ფაუსტო გრეზინი კოვიდ-19-ისგან გარდაიცვალა

კოვიდ-19-თან თითქმის 2-თვიანი ბრძოლის შემდეგ, გუშინ, 22 თებერვალს, გვიან საღამოს ბოლონიის საავადმყოფოში ცნობილი მოტომრბოლელი ფაუსტო გრეზინი გარდაიცვალა

ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება გრეზინის მიერ დაარსებული გუნდის –  Gresini Racing-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ამბავი, რომელიც არასდროს გვინდოდა თქვენთვის შეგვეტყობინებინა, მაგრამ იძულებულები ვართ, დავწეროთ. Covid-თან 2-თვიანი ბრძოლის შემდეგ ფაუსტო გრეზინი გვტოვებს 60 წლის ასაკში“, – წერია Gresini-ს გუნდის ტვიტერის გვერდზე.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი MotoGP-ში,125сс კლასში ფაუსტო გრეზინი 60 წლის 23 იანვარს გახდა. ამ დროს იგი უკვე ბოლონიის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც კოვიდ-19-ის დიაგნოზით 27 დეკემბერს მოათავსეს. გრეზინი ჰოსპიტალიზაციიდან მალევე ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. სპორტსმენის მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში ხან უარესდებოდა, ხან უმჯობესდებოდა. 10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი კომიდან გამოვიდა, თუმცა 18 თებერვალს კლინიკამ პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე იყო საუბარი, – სპორტსმენი დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა და ისევ ხელონურ კომაში შეიყვანეს.

გასულ კვირას ცნობილი გახდა კიდევ ერთი ყოფილი სპორტსმენის, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონტის გამარჯვებულის და თასის მფლობელის, 71 წლის მაურო ბელუჯის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ასევე კორონავირუსით გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა. მკურნალობის მიმდინარეობისას, გართულებების გამო, სპორტსმენისთვის ფეხის მოკვეთა გახდა საჭირო, თუმცა ამან მაინც ვერ იხსნა მისი სიცოცხლე.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close