მსოფლიოპოლიტიკა

კოვიდ-19-ისგან ნახევარი მილიონი ამერიკელის გარდაცვალებას ჯო ბაიდენმა „გულის გამგმირავი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კოვიდ-19-ისგან ამერიკის 500 ათასი მოქალაქის სიკვდილს „მართლაც ბნელი, გულის განმგმირავი“ ეტაპი უწოდა და ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

22 თებერვალს ტელევიზიით გამოსვლისას ბაიდენმა ამერიკელებს სთხოვა, ყველა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგონ. მან მოქალაქეებს მიმართა, იმოქმედონ ფხიზლად, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ ნიღაბი, აიცრან, როცა მათი რიგი მოვა. ბაიდენმა გამოთქვა სურვილი, ადამიანებმა თავი ანებონ იმ პოლიტიკასა და დეზინფორმაციას, რომელიც ოჯახების დაყოფას იწვევს.

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და მის ქმართან, დაგ ემჰოფთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო კოვიდ-19-ით დაღუპული ნახევარი მილიონი ამერიკელის ხსოვნას თეთრი სახლის წინ, სადაც სიმბოლურად 500 სანთელი ენთო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან მიმდინარე წლის 22 თებერვლამდე კორონავირუსის ინფექციის გამო 500 159 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მთელ მსოფლიოში გარდაცვლილ კოვიდპაციენტთა (2,5 მლნ) დაახლოებით მეხუთედს უდრის.

ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის წამყვანმა ექსპერტმა ინფექციური დაავადებების სფეროში, ინტერვიუში 22 თებერვალს განაცხადა, რომ პოლიტიკურმა უთანხმოებამ არსებითად შეუწყო ხელი აშშ-ში დაღუპულთა დიდ რაოდენობას.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close