იტალიასაზოგადოება

იტალია: ერთმა გამვლელმა მეორეს იარაღის მუქარით პირბადის გაკეთება მოსთხოვა

იტლიის ქალაქ ბოლონიაში გასულ შაბათს, დაახლოებით 17:00 სთ-ზე ორ იტალიელ მამაკაცს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა პირბადის გამო.

როგორც მედია იუწყება, პროტის ქუჩაზე (მაძინის რაიონი) ორი გამვლელი ერთმანეთს შეხვდა, ამ დროს ერთ-ერთს, 50 წლის მამაკაცს  პირბადე ჩამოწეული ჰქონდა და მეორე მამაკაცმა იგი გაკიცხა, რის გამოც მათ შორის ჩხუბი დაიწყო. ამის შემდეგ 63 წლის მამაკაცმა პისტოლეტი ამოიღო, მეორეს მიაბჯინა და იარაღის მუქარით მოსთხოვა პირბადის გაკეთება.

ორი იტალიელის ჩხუბში მალე ჩაერივნენ კარაბინერები, რომლებმაც წესრიგი აღადგინეს, 63 წლის მამაკაცს  იარაღი ჩამოართვეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close