მსოფლიოკრიმინალი

პრინც ჯორჯის მოკვლა სცადეს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრების გარდა არაკეთილისმსურველიც ბევრი ჰყავს. ხანდახან სამეფო ოჯახის წევრების სიცოცხლესაც ექმნება საფრთხე. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ საზოგადოება ვერც იგებს, თუმცა ამჯერად საქმე გახმაურდა.

ბრიტანეთის სასამართლომ სულ ახლახან 28 წელი მიუსაჯა ვინმე საჰაიბ აბუს, რომელიც 7 წლის პრინც ჯორჯის მოკვლას გეგმავდა. საჰაიბს სურდა, ჯერ დედოფლის შვილიშვილებს გასწორებოდა და მერე ოჯახის დანარჩენ წევრებს.

დამნაშავე გეგმავდა, რომ პრინცი მოეწამლა და მასთან ერთად, კიდევ ათეულობით მისი თანატოლი. მას მიმოწერა ჰქონდა დაჯგუფებასთან, რომელსაც უზიარებდა გეგმებს ძლიერმოქმედ შხამზე ნაყინში, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში იყიდება – სწორედ ეს ქსელი აწვდის დესერტებს კერძო სკოლას, სადაც ჯორჯი სწავლობს.

მამამაკაცი ჯერ კიდევ ზაფხულში დააკავეს და საქმეც გახსნეს, პატიმრობა კი ახლა მიუსაჯეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close