მსოფლიოკრიმინალი

იტალიამ რუსეთს გადასცა მორის ჯუღაშვილი, რომელსაც სტავროპოლში მომხდარ მკვლელობაში სდებენ ბრალს

იტალიიდან რუსეთში ექსტრადირებულია რუსეთის მოქალაქე მორის (ბორის) ჯუღაშვილი (წიკლაური), რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმალებოდა სტავროპოლში თავისი ნაცნობის მკვლელობის შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განუცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ბრალდებული მილანიდან მოსკოვში 18 თებერვალს ჩაიყვანეს სპეციალური ბადრაგის თანხლებით.

მკვლელობა, რომელშიც ჯუღშვილია (წიკლაური) ეჭვმიტანილი, 1999 წლის ივნისში მოხდა ნოვოპავლოვსკში. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა თავისი ნაცნობი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და ქვეყანა დატოვა.

2016 წლის მარტში მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. წიკლაური, რომელმაც გვარი შეიცვალა და ჯუღაშვილი გახდა, 2019 წლის სექტემბერში იტალიის ტერიტორიაზე, ქალაქ ბოლონიაში  დააკავეს. ამის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ იტალიას მისი ექსტრადირება მოსთხოვა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეჭვმიტანილის ვინაობაც დაასახელა – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მორის (ბორის) ჯუღაშვილი (წიკლაური). იგი 20 წელზე მეტხანს იძებნებოდა.

გამოძიება სიმართლეს დაადგენს და მიუხედავად დანაშაულის ხანდაზმულობისა, ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close