newsსაბერძნეთი

საბერძნეთში, პატრასთან ახლოს დღეს დილით ორი მიწისძვრა მოხდა

ორი საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა დღეს, 17 თებერვალს დილით საბერძნეთში, ნაფპაქტოსთან ახლოს (ქალაქი პატრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 15 კმ-ის დაშორებით).

ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკის ინსტიტუტის დაზუსტებული მონაცემებით, დღეს დილით, 6:38 სთ-ზე (თბილისის დროით 8:38 სთ) დაფიქსირდა რიხტერის სკალით 4,1 ბალის მიწისძვრა ნაფპაქტოსთან 13 კმ-ში, რომლის ფოკალური სიღრმე 8 კმ იყო. ეპიცენტრი მდებარეობდა ეგიოდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კმ-ის დაშორებით.

უფრო ადრე, 5:30 სთ-ზე (თბილისის დროით 7:30), უფრო მძლავრი მიწისძვრა მოხდა ნაფპაქტოსიდან 11 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთით (ეგიოდან 17 კმ-ის დაშორებით). გეოდინამიკის ინსტიტუტის დაზუსტებული, შესწორებული  მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალით 4,9 ბალს შეადგენდა (მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 ბალი იყო).

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close