fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ხანდაზმული მამაკაცი კოვიდ-19-ის აცრიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

ექიმები მის სიკვდილს აცრას არ უკავშირებენ

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში (ΠΑΓΝΗ) 87 წლის მამაკაცი Φ.Α. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან 8 წუთის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Neakriti.gr წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მის სიკვდილს ექიმები აცრას ან ალერგიულ ანაფილაქსიურ შოკს საერთოდ არ უკავშირებენ. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო უეცარი სიკვდილი, რომელიც აცრას, უბრალოდ, დაემთხვა. როგორც ჩანს, მამაკაცი ჰიპერტონიკი იყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აცრის გაკეთებიდან 8 წუთის შემდეგ ხანდაზმულმა მამაკაცმა გონება დაკარგა. მას გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეს, 5 წუთით გონზე მოვიდა, თუმცა შემდეგ ისევ გაითიშა.

მამაკაცს ΠΑΓΝΗ-ში სასწრაფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

iefimerida.gr-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აუტოპსიის დასკვნის თანახმად, ხანდაზმული მამაკაცის უეცარი გარდაცვალება კორონარული არტერიის სტენოზით და გულის ჰიპერტროფიული დაავადებით იყო გამოწვეული. ამასთან, არ დადგინდა ანაფილაქსიური შოკის ან აცრასთან დაკავშირებული სხვა არანაირი ნიშნები.

საავადმყოფოს დირექტორმა გიორგოს ხალკიადაკისმა მანამდე ΕΡΤ-სთან განაცხადა, რომ შეუძლებელია აცრამ რამდენიმე წუთში გამოიწვიოს ადამიანებში ასეთი გართულება, არსად მსოფლიოში აცრის გამო მსგავი რამ არ არის დაფიქსირებული.

ექიმების ინფორმაციით, როდესაც მამაკაცი საავადმყოფოში მივიდა, პროტოკოლის მიხედვით, ანამნეზი შეადგინეს და მას აცრის მიმართ უკუჩვენება არ აღენიშნებოდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close