fbpx
საბერძნეთი

ძლიერი თოვა და ყინვა საბერძნეთში – ციკლონ „მედეას“ მეორე ფაზა ათენსაც თოვლს „ჰპირდება“

საბერძნეთს ცივი ფრონტი „მედეა“ დაატყდა თავს, რომელმაც ძლიერი თოვა და ქარი გამოიწვია, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში.

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცა და საბორნე რეისების უმეტესობა გაუქმდა ძლიერი ქარის გამო. ამის შესახებ სანაპირო დაცვის სამსახურმა განაცხადა.

ჩრდილოეთ სპორადების კუნძულთა ჯგუფზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რადგან ქარისგან დაცემულმა ხეებმა ელექტროგადამცემი ხაზები ჩაგლიჯა.

თოვლმა დაფარა ათენის აკროპოლისიც, თუმცა არა დიდი ხნით, რადგან ტემპერატურა დაახლოებით ნულ გრადუსზე იყო (ცელსიუსის სკალით).

მთავარი მაგისტრალი ათენიდან ჩრდილოეთისკენ დაიკეტა რამდენიმე ადგილას გზაზე ლიპყინულის გამო.

საგზაო პოლიციის ცნობით, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთის გზების უმეტესობაზე გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

მეტეოროლოგიური სამსახურის,  EMY-ს შეფასებით, სიცივე პიკს სამშაბათს, 16 თებერვალს  მიაღწევს.

ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, აუცილებელი შემთხვევების გარდა.

ჩრდილოეთ საბერძნეთში და მთებში ზამთარში თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა კუნძულებსა და დედაქალაქში ის იშვიათად მოდის.

lifo.gr-ს ცნობით, ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (EMY) მოსალოდნელი ამინდის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კერძოდ:1. დღეს თოვა მოსალოდნელია ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, დროდადრო ძალიან გაძლიერდება თოვა აღმოსავლეთ სტერეაში, ევიაზე, კრეტაზე (მთებში) და გვიან საღამომდე – აღმოსავლეთ თესალიასა და სპორადებზე.

ხვალ, სამშაბათს (16 თებერვალი) ძლიერი თოვა გაგრძელდება სტერეის აღმოსავლეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში კუნძულებზე, მთებში და ზეგანებზე კიკლადებზე, აგრეთვე, კრეტაზე. ღამით თოვა შემცირდება აღმოსავლეთ სტერეაში და ევიაზე.ოთხშაბათ დილიდან (17 თებერვალი) კრეტაზე თოვა თანდათან შემცირდება, დილით ზოგ ადგილას ძლიერი თოვა იქნება, თუმცა დღისით შეწყდება.

ატიკაში 15 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან თოვა გაძლიერდება და ზოგან ძლიერი თოვაა მოსალოდენლი სამშაბათ საღამომდე. სამშაბათიდან ოთხშაბათს ღამით თოვა შესუსტდება და ოთხშაბათ დილისკენ შეწყდება.

ძლიერი ყინვა, რომელიც  ჩრდილოეთ საბერძნეთშია (კოზანში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა), სამშაბათს  (16.02.2021) და ოთხშაბათს (17.02.2021) მატერიკის დანარჩენ ნაწილშიც გავრცელდება.

შტორმული ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები, 7-8 ბალის სიძლიერის, რომლებიც დღეიდან, ორშაბათიდან ქრის იონიის ზღვაში, ღამით შესუსტდება, მაგრამ ეგეოსის ზღვაში 9-10 ბალის სიძლიერის ქარი შენარჩუნდება. ოთხშაბთ დილიან ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეიზღუდება და ნელ-ნელა შესუსტდება.

თოვლი ათენის ცენტრში

„მედეას“ მეორე ფაზა თოვას გამოიწვევს ათენის ცენტრშიც დღეს ღამით, ხვალ (16.02.2021)  შუადღემდე, – იტყობინება მეტეოროლოგიური სამსახური.ატიკის რეგიონში (რომელშიც ათენიც შედის).

ყველა სპეციალური განათლების სკოლა დაიკეტება ოთხშაბათამდე, რათა „თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები უამინდობის გამო“, – განაცხადეს რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაში.

გადაწყვეტილება მიღებულია იმ მოსაზრებით, რომ ცუდი ამინდის გამო ბავშვებს სკოლაში მისვლა გაუჭირდებათ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მეტეოროლოგიური სიტუაციის შესაბამისად გადაიხედება.

ნინო ბაჯელიძე 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close