ქართველები უცხოეთშიარტისტი

„ვერ აგისრულე… ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი…“ – ზურა დოიჯაშვილმა დაგვტოვა

დღეს დილით ისრაელის ერთ-ერთ კლინიკში მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

„ვერ აგისრულე… ვერ დაგაბრუნე თბილისში ცოცხალი…. ბოდიში“, – წერს ქეთი ვადაჭკორია.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ისრაელში ებრძოდა. იგი აპარატზე იყო შეერთებული. მას ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მანამდე, საქართველოში ყოფნისას მომღერალს გულის პრობლემაც შეექმნა და ოპერაციებიც გადაიტანა. როგორც 2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, 4 სტენტი ჰქონდა ჩაყენებული და 2 შუნტირება გაუკეთეს.

ზურაბ დოიჯაშვილი, სტაბილური შემოსავლის არარსებობისა და ფინანსური პრობლემების გამო, ისრაელში საცხოვრებლად 2018 წლის ნოემბერში წავიდა ოჯახთან ერთად და, როგორც თავად ამბობდა, 55 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან დაიწყო.

ზურა დოიჯაშვილის ცხედარს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close