fbpx
კრიმინალი

„ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის“ – გოგაშვილის ვერსია „ციანიდის საქმეზე“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და ციანიდის საქმეზე ისაუბრა.

გოგაშვილის აზრით დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა, ის ფიქრობს, რომ სხვა ადამიანებსაც უნდა დაუსვან კითხვები.

„ჩაიტანდნენ ციანიდს გერმანიაში, მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის“ კლინიკაში.

შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში. კამერების თანდასწრებით – კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. ეტყოდნენ:„რას აკეთებ, რა მიგაქვს?“ ის ეტყოდა, რომ საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები.

ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ „ჰელიოსის“ დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის. ის წავიდოდა ციხეში. ისინი გახდებოდნენ გმირები, რომლებმაც პატრიარქი დაიცვეს და ამ სახელით დაბრუნდებოდნენ საქართველოში.

შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ჯგუფს ადრეც ჰქონდა. პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი ჩემთან მოვიდა და პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის დაპატიმრება მომთხოვა, ტერორიზმის ბრალდებით“, – აცხადებს გოგაშვილი.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ ბინაში ცხოვრობდა ორი პირი, ეთნიკურად ქართველები, ლაზები, თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა,. თუმცა შორენა თეთრუაშვილისთვისა  და საპატრიარქოსთვის ეს ცნობილი არ იყო. ამიტომაც მასზე გამოძიება არ დაწყებულა.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close