საზოგადოება

რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა წყვილების სქესობრივ ცხოვრებაზე – კვლევის შედეგები

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ისინი, ვინც კორონავირუსის კრიზისის დროს დისტანციურად მუშაობენ და მთელი დღე თავის პარტნიორთან ერთად სხედან სახლში, სპორტულ შარვლებში, ნაკლებად კავდებიან სექსით. თუმცა რეალობა, როგორც ჩანს, სულ სხვანაირად გამოიყურება, – ამის შესახებ Die Welt-ი წერს.

გერმანული გამოცემის ცნობით, სექსოლოგებმა გერმანიაში წყვილების სქესობრივ ცხოვრებაზე კორონაკრიზისის გავლენა შეისწავლეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს.

ურთიერთობების საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორონაკრიზისი სულაც არ არის ცუდი დრო სექსისთვის. „მთლიანობაში, ამ ლოქდაუნის დროს ადამიანებს ერთმანეთის გვერდით უფრო მეტ ხანს სძინავთ. ჩვენი შეფასებით, სქესობრივი ცხოვრება წყვილების 50%-ზე მეტს გაუუმჯობესდა“, – ამბობს ბერლინელი ფსიქოთერაპევტი ვოლფგან კრიუგერი.

მას ამის დამამტკიცებელ საბუთად გერმანელების საყიდლების ჩამონათვალი მოჰყავს. „ლოქდაუნის დროს ყველაზე დიდი პოპულარობით ტუალეტის ქაღალდი და პრეზერვატები სარგებლობდა. ასევე, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სექს-სათამაშოები“, – ამბობს კრიუგერი.

ამას ადასტურებს ასევე ეროტიკული საქონლის მაღაზიის წარმომადგენელი. მისი თქმით, სექს-სათამაშოებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მეორე ლოქდაუნის დროს გაიზარდა. გამოცემის ცნობით, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 170%-ით მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე აპრილსა და მაისში.

„კრიზისულ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობები ყოველთვის უფრო ინტენსიურია. სიყვარული და სქესობრივი ცხოვრება ხომ შესაძლებლობაა, თავი უსაფრთხოდ იგრძნო. ომის დროსაც სიახლოვის სურვილი ყოველთვის იზრდება“, – ამბობს გერმანელი ფსიქოთერაპევტი.

იმავე ტენდენციას აჩვენებს გერნმანული უნივერსიტეტების ორი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის შედეგები. „მერზებურგის უნივერსიტეტის მიერ გამოკითხული კაცების 72% აცხადებს, რომ კორონავირუსის დროს მათი ურთიერთობები არ გაუარესებულა, 16% კი ამბობს, რომ გაუმჯობესდა კიდეც. გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიიჩნევს, რომ მათი ურთიერთობები გაუარესდა. რაც შეეხება ქალებს, გამოკითხულთა 30%-მა თქვა, რომ ურთიერთობები გაუჯობესდა, 58%-სთვის არ შეცვლილა, 12%-სთვის კი გაუარესდა“, – წერია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ არის განსხვავებებიც. „პირველ რიგში, როცა ურთიერთობებში უკვე იყო სირთულეები, ის ლოქდაუნის დროს გაუარესდა. თავის როლს თამაშობს ასევე ფინანსური სიტუაცია, საცხოვრებელი პირობები და განათლება. როგორც წესი, ადამიანები კარგი განათლებით ლოქდაუნის დროს პარტნიორთან სქესობრივი ცხოვრებით უფრო კმაყოფილები ხდებოდნენ“, – წერია სტატიაში.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close