ეკონომიკასაქართველო
საქართველოში შემოტანილი 24 500 კგ დაავადებული კარტოფილი უკან, თურქეთში გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული 24 500 კილოგრამი კარტოფილი უკან, თურქეთში გააბრუნეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ პროდუქტი დაავადებული აღმოჩნდა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
„საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები